რა შეცვალა Indorama-მ “რუსთავის აზოტში”?

რა შეცვალა Indorama-მ “რუსთავის აზოტში”?

სააქციო საზოგადოება “რუსთავის აზოტი“, რომელიც კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოს წარმოადგენს, 2023 წლის იანვარში გაიყიდა. მისი 100%-იანი წილის მესაკუთრე სინგაპურში ბაზირებული კორპორაცია Indorama-ს ქართული შვილობილი კომპანიაა.

“საქმის კურსის” წამყვანმა Indorama Caucasus -ის აღმასრულებელ დირექტორს, ლევან ბურდილაძეს ჰკითხა, რა შეიცვალა წელიწადის განმავლობაში. ლევან ბურდილაძის თქმით, დასაქმებულების ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიმდინარე პროექტებით კი “რუსთავის აზოტში” განსხვავებული სურათი შეიქმნება.

“რა შეიცვალა? გასული წლის თებერვლიდან “ინდორამამ” თანამშრომლებს ხელფასები ერთხელ მოუმატა. 12%-იანი მატება იყო. წელსაც იგივე გაიმეორა და ვისაც 1500 ლარამდე ჰქონდა ხელფასი, 187.5 ლარით გაუზარდა, 1500 ლარზე მეტის მქონეს კი 102 ლარით მოუმატა. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ თანამშრომლებს 15-20%-იანი მატება შეეხო. ამასთან, გრძელდება სამუშაოები. საამქროს კეთილმოწყობა, შიდა ტერიტორიაზე გზების კეთილმოწყობა და ვიზუალური სამუშაო პროცესები მიმდინარეობს. ნაბიჯ-ნაბიჯ კომპანიამ დაიწყო და დარწმუნებული ვარ. 1.6 წელიწადში განსხვავებული სურათი იქნება”, – განაცხადა ლევან ბურდილაძემ.

„ინდორამა“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონგლომერატია, რომელიც აერთიანებს მინერალური სასუქების, ინდუსტრიული ქიმიკატებისა და სხვადასხვა ქიმიური პროდუქტის მწარმოებელ საწარმოებს. კორპორაცია ფლობს 160-ზე მეტ საწარმოს მსოფლიოს 38 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის კონტინენტებზე და დასაქმებული ჰყავს 45 000 ათასზე მეტი ადამიანი.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…